17 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა - "ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, შემოსვლას არც ვაპირებდი"

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა.

მისი თქმით, ერი უნდა გაერთიანდეს, რათა საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მიაღწიოს.

"აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. დეკემბერში უფრო უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა და ამნისტიის ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება" არის სრული მავნებლობა.

თუ ჩვენ გვინდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მთავარ მიზნებს მივაღწიოთ, რაც არის NATO, ეს ნიშნავს უსაფრთხოებას საქართველოსთვის და ევროკავშირი – ეს ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას და განვითარებას, ჩვენ გვჭირდება დალაგებული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეს არ შეაქვს ეჭვი არჩევნების სწორად ჩატარებაში, სადაც 9200 ბავშვი არ არის სკოლის გარეთ დარჩენილი და სადაც სახელმწიფო ვალი არ არის გადაცდენილი 60%–ს. ჩვენ, თუ არ გავერთიანდით როგორც ერი, ვერაფერს მივაღწევთ და დავკარგავთ იმ მცირესაც, რაც გვაქვს, " - აღნიშნა გრილოგ ვაშაძემ.

დღის ამბები