17 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"ეს უკვე სხვისი საქციელია" – გრიგოლ ვაშაძე შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე "ნაცმოძრაობის" უარზე შეფასებას არ აკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს შეუერთდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამომრჩევლის ნდობას გამართლება სჭირდება.

"რადგან შემოვედი პარლამენტში ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ეს არის ტექნიკური ფრაქცია სადაც ადამიანებს აკავშირებთ 19 აპრილის შეთანხმება,"- აღნიშნა ვაშაძემ.

"ეს უკვე სხვისი საქციელია და შეფასებას არ დავიწყებ," – ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, "სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს?".

ვაშაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ამნისტიის ინტერპრეტირება მავნებლობაა.

"ორი რამის თქმა შემიძლია –  დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა და მეორე ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს მავნებლობაა, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები