17 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
პარლამენტში "ელიტური კორუფციის" შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ლელოს" პროექტი დარეგისტრირდა

"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივით, პარლამენტში ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა.

კომისია ელიტური კორუფციის ფაქტებსა და მასში გარეულ პირებს გამოიკვლევს.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით ეს იქნება პრეცედენტი, რომ კორუფციის შემთხვევები დაუსჯელი არ დარჩეს. მისივე თქმით, საკითხზე კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთანაც მიმდინარეობს.

დღის ამბები