"დასაქმებული მონა არ არის" – ამ მოწოდებით პარლამენტთან "ქართულმა დასმა" აქცია გამართა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში დასაქმებულების უფლებები დაცული არ არის და როგორც წესი მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა.
გამოსავალს ჯონდი ბაღათურია კანონის ცვლილებაში ხედავს, შესაბამისი პაკეტი საკანონდებლო ორგანოში "ქართულმა დასმა" დღესვე შეიტანა.
"დამსაქმებლების 80%-ს, რომლებიც დღეს ყველა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები აქ პარლამენტში არიან მოკალათებულები არ ესმის, რომ დასაქმებული მონა არ არის და მათ სჭირდებათ, რომ კოდექსი იყოს ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, სწორედ ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ აქციების ციკლს, რომ ვაიძულოთ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესში და ვაიძულოთ პარლამენტში შესული ბიზნესმენები გაუწიონ ანგარიში დასაქმებულთა ინტერესებს და დაუჭირონ მხარი შრომის კოდექსს, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი დღეს," - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.