ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას მოითხოვენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, 10 ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა გააპროტესტა. ისინი აცხადებენ, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე ეს თანხა უნდა გაიზარდოს.
მესამე სექტორში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და კონკრეტული წინადადებებით საკანონდებლო ორგანოს მიმართავს.