19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - "ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზი სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგში გააგრძელებს

გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაცვის მხარესთან კომუნიკაცია დაიწყო. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან იმის დამტკიცებას ითხოვს, რომ მის მიმართ კონვენციის მე-6 და მე-3 მუხლები დაირღვა, რაც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასა და წამების აკრძალვას გულისხმობს.

მსჯავრდებულ დეკანოზთან დეტალები გლდანის საპყრობილეში ადვოკატმა უკვე გაიარა. დავით ჯანდიერს სტრასბურგის სასამართლოსგან მათთვის პოზიტიური შედეგის მოლოდინი აქვს.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვა, ამ მიზნით, ციანიდის შესყიდვა და გეგმა, რომ ის თეთრუაშვილის მოსაწამლად გერმანიაში, პატრიარქის და მისი დელეგაციის ყოფნის დროს გამოეყენებინა - ეს არის ბრალდების შინაარსი, რომლის საფუძველზეც დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის უკვე 4 წელია სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ამ დროის განმავლობაში როგორც დეკანოზი, ასევე მისი ოჯახი პროტესტს არ წყვეტს და საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს. იყო თუ არა დაცული მის მიმართ მტკიცებულებების ნამდვილობის სტანდარტი, უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება - ამას სტრასბურგის სასამართლო დაადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები