ამერიკა-რუსეთის ლიდერების შეხვედრის დასრულება საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე პოლიტიკურ ველზე ბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. საგარეო მიმართულებით მუშაობა ოპოზიციამ მმართველ პარტიას დღეს კიდევ ერთხელ დაუწუნა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინასთან ერთად საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც უნდა ყოფილიყო.
ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ მმართველი პოლიტიკურ ძალაში. ამის დასადასტურებლად მათ ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ევროკავშირისა და ამერიკის ერთობლივი განცხადება მოჰყავთ.
პოზიციების განსხვავებების მიუხედავად, ერთი, რაზეც ოპოზიციას და ხელისუფლებაც თანხმდება, ის არის, რომ აშშ რუსეთის აგრესიასთან შეგუებას არ აპირებს.
რატომ არ ახსენეს საქართველო, ამაზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს საკუთარი ახსნა აქვს. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რუსულ დიპლომატიას კარგად იცნობს, ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა ოფიციალური მოსკოვის აპრობირებული მეთოდია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როცა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს და ადვილი გასაგებია, რომ ამ კონტექსტში საქართველოც იგულისხმება.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილზე უფრო ნაკლებ დროში დასრულდა. მსოფლიო ლიდერებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ ჩაუტარებიათ. მედიის შეკითხვებს 2-ვე მათგანმა ცალ-ცალკე უპასუხა.