რატომ არ უნდა იყოს ანტიკორუფციული სააგენტო სუსის შემადგენლობაში - ამასთან დაკავშირებით DRI 4 მიზეზს ასახელებს.
ორგანიზაციის მტკიცებით, უწყებას საპოლიციო ფუნქციების შეთავსება უწევს, რაც უფლებამოსილების გადაჭარბების რეალურ რისკებს ქმნის.
მეორე მიზეზი სუსის დახურული სტრუქტურაა. მესამე ის, რომ პარლამენტი არ იყენებს რეგლამენტით მინიჭებულ მექანიზმებს სუსის გაკონტროლებისთვის. ბოლო პუნქტი სუსის უფროსად მიუკერძოებელი კანდიდატის არჩევას გულისხმობს.
ბოლო დღეების განმავლობაში ანტიკორუფციულ თემაზე ეს არასამთავრობო ორგანიზაციის უკვე მეორე განცხადებაა.