17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო - ვიოლა ფონ კრამონი

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება.

"შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დაკავშირებულია ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან," - წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

"სასამართლოში "კლანური" სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას," - ნათქვამია ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები