17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს - დეპუტატები მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის წარმომადგენლებს მოისმენენ

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. დღეს კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საოლქო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებებს მოისმენს. იქნება კითხვებიც.

როგორც კომისიის წევრები ამბობენ, სწორედ მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ყველაზე დიდი დისბალანსი. გარდა ამისა, დღეს კომისიის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

"ჩვენ გვექნება კონსტრუქციული შეკითხვები, რომელიც მარტო ჩვენი მხრიდან არ მოდის, მოდის საზოგადოებიდან. გვექნება შეკითხვები პარალელურ დათვლასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ბევრი კითხვა მათ სამონიტორინგო საქმიანობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები