ნაზი ჯანეზაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვადა ამოეწურა. საბჭოს არამოსამართლე წევრი საქმიანობას არასამთავრობო სექტორში განაგრძობს. დღეს მან განცხადება მედიასთან გააკეთა და სისტემაში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"არ ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გავაგრძელებ სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ ბრძოლას.
ვაპირებ ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც მხოლოდ სასამართლო სისტემაზე იმუშავებს,"-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.