17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, სასამართლო სისტემა და ფარული მიყურადება - ოპოზიციის კითხვები ომბუდსმენს 

ნინო ლომჯარიამ პარლამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო. ამ დრომდე ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციამ დასვა. შეკითხვები იყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის, სასამართლო სისტემასა და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით - მაგალითად, სალომე სამადაშვილმა ჯერ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს ფარულ მიყურადებაზე დაუსვა კითხვა, შემდეგ კი, ნინო ლომჯარიას ამაზე რეკომენდაცია სთხოვა. 

"მე მაინტერესებს, როდესაც სახალხო დამცველმა სახელმწიფოს მიმართა, რომ გამოიძიოს უკანონო მიყურადების შემთხვევები, როდესაც ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს ქვეყნის შიგნით, მსურს ამ დროს სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოვისმინო. ასევე ბატონ სარჯველაძეს მინდა ვკითხო, ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ დრო არის დავიწყოთ საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურები, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

თავად მიხეილ სარჯველაძემ კი, სალომე სამადაშვილის სიტყვებს "ოცნება" უწოდა. 

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატებმა კი, სხდომაზე ნინო ლომჯარიას მიმართეს და უთხრეს, რომ მან ანგარიშში ქვეყანაში მიღწეული პროგრესი სათანადოდ არ აღწერა. 

ნინო ლომჯარიას ანგარიში 886 გვერდს მოიცავს და ასახავს 2020 წლის მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი საკომიტეტო მოსმენას გაივლის, უკვე პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად. 

 

 

დღის ამბები