"ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში რკინის ბარიერების დემონტაჟი წინგადადგმული ნაბიჯია სიტუაციის განსამუხტად" - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის ცენტრის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი.
დირკ ბუშლეს თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონის პატივისცემა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ პირობას პროტესტის მონაწილეებიც შეასრულებენ და აქცია მშვიდობიანად გაგრძელდება, ასევე აღარ მოხდება პროექტის სამშენებლო არეალის ბლოკირება.