17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა კი საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან დადებით ​კონტრნაბიჯებს ელოდებიან.

"დღეს იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან. ასევე დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება. არ იქნება გზების ბლოკირება. მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე. პროცესი მიდის პოზიტიურად," - განაცხადა ნათია თურნავამ.

რამდენიმე საათში ნამახვანჰესის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა დაიწყოს. შეხვედრას აქციის მონაწილეები, არასამთავრობოები და ხელისუფლება ონლაინ რეჟიმში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან მართავს. პოლიცია აქციის მონაწილეებს ჰესის მიმართულებით გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს. ბარიკადები აღებულია, მაგრამ ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება.

დღის ამბები