17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
როდის მოაწერს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს - საკითხს სავარაუდოდ პოლიტსაბჭოზე გაიტანენ

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს მაშინ შეუერთდება, როცა პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებს, ყველაზე დიდ ოპოზიურ პარტიაში არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა.

"მოვაწერთ ხელს მას მერე, რაც ამნისტიის კანონი არ იქნება შეთანხმებაში, რომელი კანონიც ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი. ჩემთვის პირადად წითელი ხაზია და არ ვაპირებ იმ შეთანხმებას ხელი მოვაწერო, სადაც დევს ამნისტიის კანონი, რომელიც ჯალათებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. თუ მიდგომა შეიცვლება და ამნისტიის კანონი შეიცვლება იმ შეთანხმებიდან, შემდგომ უკვე იმაზე პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს," - განაცხადა" ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე პოლიტსაბჭოზე იმსჯელონ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ნიკა მელია ამნისტიაზე თანხმობას არ გამორიცხავს:

"შესაძლებელია, რომ ვიმსჯელოთ პოლიტსაბჭოზე ამ საკითხზე, არ გამოვრიცხავ. ნიკა მელიას პოზიცია არის ძალიან ურყევი, ის ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები