17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
თუ იღებენ პასუხისმგებლობას, უნდა აიღონ მთლიან დოკუმენტზე - ენმ-ს წევრების განცხადებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას, რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ გამორიცხავენ, თუმცა ამნისტიის ჩანაწერის გამოკლებით, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ პარტიაში:

"თუ ვართ თანახმა, თანახმა ვართ მთლიან დოკუმენტზე, ეს არის არასრულფასოვანი შემოერთება, თუკი მათ ეს გადაწყვიტეს და ჩემთვის პირადად ვერ იქნება ჩათვლილი, იმ პოზიციად, რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტის მონაწილეები არიან. თუ იღებენ პასუხისმგებლობას, უნდა აიღონ მთლიან დოკუმენტზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადამგდები ძალაა და მიცემულ პირობებს არ ასრულებს:

"ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდა გადამგდებ ძალად. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში მოღვაწეობის დროს, არც ერთხელ არ შეასრულა პირობა და სიტყვა, ჩვენ მათ მოვუწოდებდით, რომ ყოფილიყვნენ თანმიმდევრულები და კონსტრუქციულები. რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობა" ადგას "ევროპული საქართველოს" გზას,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები