პარლამენტის საგამოძიებო კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ისმენს.
კომისიის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის განცხადებით, ოქმს საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის თვითონაც, ხელი ისე მოაწერეს, რომ ბიულეტენები არ დაუთვლიათ.
ამ დრომდე დეპუტატების კითხვებს პასუხობენ 89-ე უბნის თავმჯდომარე, წევრები და მდივანი. დეპუტატებს აინტერესებთ, სად გაქრა 84 ოქმი.
ირკვევა, რომ საბოლოო ოქმს ერთ-ერთმა წევრმა ხელი არ მოაწერა და სწორედ ამ მიმართულებით საგამოძიებო კომისიის წევრებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ.
2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ტექნიკური სახის შეცდომები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
"მარნეულის 89-ე უბნის დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი. ამ პროცესში არის ტექნიკური სახის შეცდომები, რომელიც გავლენას საბოლოო შედეგებზე ვერ მოახდენდა,"- აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.