17 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ხელოვანების მოთხოვნას განიხილავენ - კულტურის კომიტეტში მუსიკოსების პოზიციებს ისმენენ

ხელოვანების მოთხოვნას საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტებში განიხილავენ. კომიტეტში ამ წუთებში იმ მუსიკოსებს უსმენენ, რომლებმაც დოკუმენტი 400-მდე ხელმოწერით პარლამენტში შეიტანეს. 

საკომიტეტო მოსმენები დღეიდან დაიწყო, თუმცა საკანონმდებლო ინიციატიავა კანონში ბუნდოვანი ჩანაწერის დაზუსტებასთან დაკავშირებით საშემოდგომო სესიამდე ვერ მოესწრება. 

"თუ ჩვენ შევქმნით ორ ისეთ ორგანიზაციას, სადაც იქნება გაყოფილი ეს უფლებები და იდენტური უფლებამოსილება ექნება ორივე ორგანიზაციას, ბიზნესს, მარტივად რომ ვთქვათ, მოუწევს ორი ორგანიზაციისთვის ერთი და იგივე უფლებაში ფულის გადახდა. მე გეტყვით, რომ დავიწყეთ 2012 წელს, რესტორნები სანადირო თოფებით დაგვსდევდნენ მუსიკაში ფულს რომ ვთხოვდით და დღეს ცნობიერება გაზრდილია და 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით 25-ჯერ გაიზარდა ამ ორგანიზაციის შეგროვებაც და განაწილებაც," - აცხადებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

კომიტეტში სხდომას ესწრება პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ პირადი ქონების განკარგულება და გაერთიანების შექმნა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია. 

"პირადი ქონების განკარგულება და გაერთიანების შექმნა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ავტორი არის თავისი ნაწარმოების პატრონი. უნდა ამ ორგანიზაციას ჩააბარებს, უნდა სხვა ორგანიზაციას ჩააბარებს. უნდა საერთოდ არავის ჩააბარებს და დაიცავს თავის ინტერესებს თვითონ," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები