17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ასეთი "მოდელირებული ქრონიკები" წინა ხელისუფლების დროს ტიპური დანაშაული იყო - ირაკლი ქადაგიშვილი ფარულ ჩანაწერებზე

მმართველი გუნდის წევრები პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს ეხმაურებიან და ბერა ივანიშვილის მოსმენასა და ჩანაწერის ფაბრიკაციაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. 

"პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვან შვილს რომ უსმენ, ეს მიუთითებს, როგორი შიშის ქაოტური განცდა ჰქონდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს. გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ჩანაწერზე არის ზემოქმედების კვალი და ის ამოკრეფილი, დამახინჯებული, მოდელირებული ვერსიაა, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას," - აცხადებს "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური. 

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგაშვილი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი კომპლექსურ დანაშაულს უკავშირდება. 

"ჩვენ საქმე გვაქვს დიდ, კომპლექსურ დანაშაულთან. ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს ტიპიური იყო - მოდელირებული ქრონიკები, რაც მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. ძალიან სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო  ჩანაწერი 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და დიდი მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებელზე, რაც, ვფიქრობ, განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველა მხრიდან,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობდნენ, ფაბრიკაციაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები