ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის ერთობლივი დასკვნა საარჩევნო რეფორმაზე - გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებისთვის იდეალური დრო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრა უკვე ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.
თუმცა სიახლე მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ რეფორმაზე იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის სტაბილურობა; უფრო კონკრეტულად კი, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა, ზოგადად, საარჩევნო პროცესისა და დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.