19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა. მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. გია ხუჭუას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაპირისპირება იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაპირისპირებას წინ სავარაუდოდ, კრიმინალური შეკრება უძღოდა.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები