არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მესამე სექტორს მოუსმინა. 12 საათის განმავლობაში კომისიის წევრებს დარღვევების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ ჯერ მარნეულის 89-ე საოლქო კომისიის წევრები, შემდეგ კი ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.
ყველაზე დიდი დრო კომისიამ "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარესთან კითხვა-პასუხს მოანდომა. დეპუტატებს მისგან პარალელური დათვლის შედეგები აინტერესებდათ.