სამ საათზე მეტია ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.
ისინი პრემიერის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავენ. პრეზენტაცია უკვე ჰქონდა 3 უწყებას - ინფრასტრუქტურის, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"მაგისტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარება, მისი დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება. წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, 4 საათში იქნება ჩასვლა შესაძლებელი. 2025 წლამდე, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ლიცენზირებული წყლით,"- აღნიშნავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
გეგმაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც:
"განვითარების 10 წლიანი გეგმა წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომაც, ვისაუბრეთ იმ მიმართულებაზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი პენიტენციური სისტემისა და სამართალშემოქმედების მიმართულებით,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.