ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" ქალაქ თბილისში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებს. პროტესტს მოსახლეობა რამდენიმე უბნიდან შეუერთდა, რომლებმაც თბილისის მერიას განცხადებით მიმართეს - შეაჩერონ ავარიული კორპუსების მშენებლობა და უკვე არსებული კორპუსებიდან გამოიყვანონ ხალხი. შეკრების მიზანი თბილისის მერისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
"გვაქვს სამხარაულის არაერთი დასკვნა, ჩვენი საქმე შეტანილია გამგეობაშიც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს საქმე არ მიდის ბატონი ხმალაძისა და კალაძის ყურამდე. მოვედით აქ, რომ გავაპროტესტოთ და უშუალოდ ჩვენი პრობლემის შესახებ დაველაპარაკოთ მათ," - განაცხადა ავჭალის დასახლების მცხოვრებმა გიორგი ლომსაძემ.