ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება სეიედ ებრაჰიმ რაისიმ მოიპოვა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაისიმ არჩევნებში 18 მილიონამდე ხმა მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სხვა არც ერთ კანდიდატს 3 მილიონ 300 ათასზე მეტი ხმა არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, რაისს გამარჯვება დანარჩენმა სამმა კანდიდიდატმა უკვე მიულოცა.