რატომ არ შეჩერდა მოსამართლეების შერჩევის პროცესი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის, პარტნიორების არაერთი მოწოდების და მიშელის დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების მიუხედავად, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პირობას დებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ კლანთან ბრძოლა გაგრძელდება და საბოლოოდ სასამართლოსგან მათი მოშორებით დასრულდება, გიორგი ვაშაძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმას ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელზეც ხელი ოპოზიციას და მმართველ პარტიას აქვს ხელი მოწერილი და მისი განხორციელება ევროპისა და ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშაა.
"ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული ამ შეთანხმებას და თუ ამას და ამ დიდ შეთანხმებას შეეწინააღმდეგებიან, იქნებიან სანაგვეზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
არასწორს უწოდებს მოსამართლეების შერჩევის პროცესს დავით უსუფაშვილი და ამბობს, რომ რეფორმის მიზანი მოსამართლეებს მაღალი ლეგიტიმაცია უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები არ რჩებოდეს.
მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის გაკეთებულ განცხადებას ზოგადი განცხადებით პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება კონკრეტული გამოწვევებისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს
"შეფასება იყო ზოგადი და ჩემი პასუხიც იქნება ამ ფორმით. ჩვენ ყურადღებით ვისმენთ მოსაზრებებს, გვაქვს კომუნიკაცია და გვექნება შემდგომშიც, ჩვენი ამოსავალი პრინციპია კონკრეტული გამოწვევების შესაბამისად მოქმედება, მთავარი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.