17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
დაუსაბუთებელი არგუმენტები და შეთანხმების ხელმოწერით ნაკისრი პასუხისმგებლობა - შეერთებული შტატების ელჩი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

პარლამენტი მოსამართლეების მოსმენისთვის ემზადება. იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლე წარდგინა, ეს იმ ფონზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ხელს სახელისუფლებო გუნდიც აწერს, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე წერია. 

ის, რომ ჩანაწერი შეთანხმებაში სწორედ ამას ნიშნავს, დღეს კიდევ ერთხელ განმარტა შეერთებული შტატების ელჩმა. კელი დეგნანმა თქვა, რომ იმედგაცრუებულია და თუ პროცესი არ შეჩერდება, გაჩნდება კითხვა, სრულდება თუ არ შეთანხმება. კელი დეგნანი ღიად ამბობს, რომ არგუმენტი, რომელიც უმრავლესობისგან ისმის, დაუსაბუთებელია.

დღის ამბები