17 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
"გავრილოვის ღამე" თბილისში -  2 წლის წინ აქციის დაშლის დროს კლინიკაში 200 ადამიანი მოხვდა, ორმა დაზარალებულმა კი თვალი დაკარგა
საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოყვა.

ზისტად 2 წლის წინ, 20 ივნისს საპროტესტო აქცია სასტუმრო "რედისონთან" დაიწყო, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გაგრძელდა.

გვიან ღამით სამართალმდაცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში მოხვდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც.
დღის ამბები