17 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს - დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა 

საგარეო საქმეთა მინისტრი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობს. სამხრეთ კავკასიის პანელზე, სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის სტრატეგიული და პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორცილებელად.

"ჩვენ გვსურს ისეთი ქვეყნის აშენება, რომელიც კეთილდღეობასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი როლი რეგიონის მასშტაბით. სწორედ ასე შეგვიძლია პოზიტიური როლის თამაში იმ ფუნდამენტის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებასა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გახდის შესაძლებელს. 

ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი თავის როლს თამაშობს. აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის ზღვასა და თურქეთს აკავშირებს. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ მიმართულებით მეტი მუშაობა, რათა მოვიზიდოთ მეტი ინტერესი ჩვენი სომეხი კოლეგების მხრიდან, რომ ისინი ჩაერთონ ამგვარ დისკუსიებში და შესაბამისად, შევქმნათ ინკლუზიური გარემო, რაც სამომავლოდ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და განვითარებას უზრუნველყოფს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები