17 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"არა ამნისტიას" და "არა ოკუპაციას" - პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულების აქცია გაიმართება

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. პროტესტს სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს.

აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან ამნისტიას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 20 ივნისის საქმეებზე პარლამენტმა უნდა მიიღოს. 

"მე დაკავების დროს მცემეს - ხელკეტი ჩამარტყეს თვალის არეში და შემდეგ სამი დღე მომიწია წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა. არ გვაქვს პრეტენზია, რომ მასობრივი დემონსტრაცია იქნება, უბრალოდ გავახმოვანებთ, რომ მიუღებელია ყოველგვარი ამნისტია,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ხვადაგიანი. 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქციის სლოგანები იქნება: "არა ოკუპაციას" და "არა ამნისტიას."

"ამ აქციის ორი მთავარია სლოგანი - ერთი "არა ოკუპაციას", რომელიც იყო 2 წლის წინ და, ასევე, "არა ამნისტიას", რადგან ამ ამნისტიით ხდება იმ კოლაბორაციული აქტის დაკანონება რაც მოხდა 2 წლის წინ: ჯერ ოკუპანტის მასპინძლობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ოკუპანტის გამგდები მშვიდობიანი დემონსტრანტების დასახიჩრება და დარბევა საათების განმავლობაში,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე  ირაკლი ფავლენიშვილი. 

დღის ამბები