ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რუსთავის ქუჩებში - თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა. ადგილობრივები ყვებიან, რომ კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ იყო, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
პოლიციის გამოძახების შემდეგ შეიარაღებული პირი მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი იდენტიფიცირება და პოვნა მალევე შეძლეს. მამაკაცი ექიმის შემოწმების შემდეგ, გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.