ბათუმელი სპორტსმენების მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებით გუშინ აიყვანეს.
პარალელურად, აქციის ორგანიზატორები მაღალმთიან აჭარაში ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის პიკეტირებას აანონსებენ. მათი თქმით, თუ ქუთაისის სასამართლო ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს გზა ჩაიკეტება. განცხადებები კეთდება მასშტაბურ აქციებთან მიმართებითაც.
სპორტსმენები რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, დაახლოებით 2 თვის წინ დააკავეს.