17 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
საია იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაციას დღეს გამართავს

ე.წ. კლანური მმართველობა და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები - იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშის პრეზენტაციას დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობაა.

ანგარიშში დარღვევებთან ერთად რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი.

დღის ამბები