23 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
"თითქოს, მათთან ვალში ვართ" - რუსი ტურისტების მიმართ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივების განწყობა ხშირად უარყოფითია

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა რუსი ტურისტების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითად არის განწყობილი - ამის შესახებ რუსული გამოცემა Lenta.ru წერს. 

რუსი ტურისტი, რომელიც დასასვენებლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ღამით ქუჩებში მარტო სიარული უსაფრთხო არ არის, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება კი "არაერთგვაროვანია".

"შეგვხვდა ხალხი, რომელიც არც კი შეეცადა დაემალა რუსეთისა და რუსების მიმართ დამოკიდებულება. როგორც ჩანს, ჩვენ მათთან ვალში ვართ, თუმცა რატომ - ამაზე არავინ გვპასუხობს," - ამბობს ტურისტი გოგო. 

დღის ამბები