17 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას, რასაც აბრალებდნენ მას და მთლიანად საარჩევნო კომისიას, ვერ დაამტკიცეს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს. მისივე განცხადებით, თამარ ჟვანიასა და ზოგადად საარჩევნო კომისიის და არჩევნების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა.

"ჩვენი პოზიცია არის მარტივი, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას. ეს არის მარტივი პოზიცია. იმიტომ, რომ რასაც აბრალებდნენ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო კომისიას და არჩევნებს, რომელიც შედგა საქართველოში, ის ვერ დაამტკიცეს. ასეთ დროს ბუნებრივია ბოდიში უნდა მოიხადო თუ გაქვს ღირსება, მაგრამ ოპოზიცია სამწუხაროდ ბოდიშს არ იხდის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები