რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე კვლავ გამოჩნდა. თამარ ჟვანია, რომელიც ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჯარო თანამდებობის პირია, დღეს საგამოძიებო კომისიის კითხვებს თითქმის 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.
კომისიას, რომელიც 4 დეპუტატისგან შედგება, კითხვები ცესკოს თავმჯდომარესთან ძირითადად საოლქო და საუბნო კომისიის წევრების კომპეტენციასთან და შესაძლო ტექნიკურ დარღვევებზე ჰქონდა.
სხდომის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ ჟვანიას კითხვა ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნაზეც დაუსვა კითხვა გადადგომასთან დაკავშირებით, რაზეც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.