თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, დედაქალაქში სოციალური პოლიტიკის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
თბილისის მერის განცხადებით, დღევანდელი ანგარიში ეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას.
"გვახსოვს, რომ ადამიანებს ოპერაციების დაფინანსებითვის სჭირდებოდათ სახლების გაყიდვა. სოფლებში ცხოველების, რომ მიეხედათ საკუთარი ჯანმრთელობისთვის. დღეს ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუკი თავისი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა, არ იზრუნა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. თუ ხელი არ შეუწყო სოციალური მდგომარეობის გამოსწორებასა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობების შექმნას, ის სახელმწიფო ვერ იქნება,"- განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს პრეზენტაციას მერიის თანამშრომლები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი სოციალური პოლიტიკის და ჯანდაცვის მიმართ კომპლექსური მიდგომაა.