17 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
კანონი, რომლითაც მთავრობას პანდემიის პირობებში შეზღუდვების ამოქმედება შეუძლია - 6 თვით გახანგრძლივდება

კანონი, რომლითაც მთავრობას პანდემიის პირობებში შეზღუდვების ამოქმედება შეუძლია - 6 თვით გახანგრძლივდება.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე განიხილეს.

მისი დამტკიცება კი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონს კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

"საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულდა და საკითხი მხარდაჭერილი იყო უმრავლესობის მხრიდან. უახლოეს დღეებში კი კანონპროექტი წარდგენილი იქნება საპარლამენტო სესიაზე,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები