17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
კახა კალაძე რუსთაველის თეატრის რუსეთში გამგზავრებაზე - კულტურა, პოლიტიკა და სპორტი არ უნდა ავურიოთ 

კახა კალაძე რუსთაველის თეატრის რუსეთში დაგეგმილ გასტროლს გამოემხაურა - თბილისის მერი კულტურისა და პოლიტიკის სფეროების გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

კალაძის თქმით, მისთვის გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის აღელვება ვისთვისაც ოკუპანტ ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიება მიუღებელია, თუმცა გამოსავალს ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნაში ხედავს, რადგან კულტურის სფერო ამით არ დაზიანდეს.

"რთული თემაა, აბსოლუტურად ვეთანხმები მათ ვინც ეს გააპროტესტა, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ თავის ნაწილში და სხვა დარგებმა თავიანთი განვითარება მოახდინონ,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები