არასამთავრობო სექტორის კრიტიკას სასამართლო რეფორმების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ეთანხმებიან.
მართველი გუნდის ოპონენტებიც ყურადღებას კლანურ მმართველობაზე ამახვილებენ.
"არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშმა, პრაქტიკულად ორიანი დაუწერა "ქართულ ოცნებას". 9 წელი ხელისუფლება ატყუებს ხალხს, რომ თითქოს რაიმე დადებითი კეთდება სასამართლო ხელისუფლებაში. ნაცვლად ამისა, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლო კლანური მმართველობა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და მათი ხელისუფლების პირობებში, სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
მათივე თქმით, სასამართლო რეფორმები შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული და ცვლილებები განგრძობითი პროცესია.
"ჩვენი სასამართლო სისტემა გახლავთ ევროპის მასშტაბით, 16 საუკეთესოს შორის დასახლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მაღალი ნდობა აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეუდარებლად მაღალია იმასთან შედარებით, ვიდრე ეს იყო მაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.