პარტიამ "საქართველოსთვის" საკუთარი პროგრამა ეკონომიკური მიმართულებით მომუშავე მედიის წარმომადგენლებს გააცნო. გიორგი გახარიას თანაგუნდელების თქმით, შეხვედრის მიზანი მოქალაქეებთან ცენტრალურ საკითხებზე მიზნობრივი კომუნიკაცია და პროცესებში ჩართულობაა.
"ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მედიის წარმომადგენლები დაგვეხმარებიან ჩვენ მომავალშიც, რომ ჩვენს მოქალაქეებთან გვქონდეს მიზნობრივი კომუნიკაცია ჩვენს პროგრამაში წარმოდგენილ ცენტრალურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის ერთი მიზანი ამ შეხვედრის და მეორე მიზანი ეს არის - ამ ადამიანების ჩართულობა ჩვენი პროგრამის ინკლუზიურ პროცესში, რაც გულისხმობს მათი სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებების და კომენტარების გათვალისწინებას," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც გაიმართება.