პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ანალიტიკოსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის "ჰარიმანის ინსტიტუტის" ასოცირებულ პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და პოლიტიკურ მრჩეველი ლევან დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.