26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
საქართველოში სასტუმროების ევროპული კლასიფიკაციითა და სტანდარტებით შეფასება დაიწყო

საქართველოში ევროპული კლასიფიკაციითა და სტანდარტებით ქართული ბრენდი სასტუმროების შეფასება დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსდება, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას და სასტუმროების ცნობადობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

"ეს სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ ევროპულ კრიტერიუმებით შეფასებას, მათი განთავსება მოხდება სხვადასხვა საიტებზე, რომელიც გაზრდით მათ ცნობადობას და ქვეყანა ზუსტად ევროინტეგრაციისკენ მიმავალი პირველი დიდი ნაბიჯი არის ზუსტად ეს, სტანდარტიცაზია," - ამბობს საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის (HOREKA) პრეზიდენტი ქეთევან მელაძე.

პრეზენტაციაზე 60-მდე სასტუმრო იყო წარმომადგენელი. 

დღის ამბები