20 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ჩრდილების თეატრის მსახიობს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა

ჩრდილების თეატრის მსახიობს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა.

მარიამ კაპანაძე ანიმაციური ფილმისთვის "მიტოვებული სოფელი" დააჯილდოვეს, ის მონაწილეობას იღებდა "ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალში, რომელშიც ქართველმა მონაწილემ პირველად გაიმარჯვა.

ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრის "აფხაზეთი" მსახიობს, მარიამ კაპანაძეს "ახალ ჩიტოსეს ანიმაციის ფესტივალზე" ანიმაციური ფილმისთვის "მიტოვებული სოფელი" იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მსახიობს იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ გადასცა. 

"ეს გახლავთ საერთო პრობლემა იაპონიასთან, ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი თემებიც. მარიამის მესიჯია, რომ გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა ამ ადგილებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამოკიდებულებები და მოგონებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი პანდემიის დროს. რადგან, სამწუხაროდ, პანდემიამ დაგვანახა მსოფლიოს თვითმყოფადობა. მარიამის წვლილი ანიმაციურ კულტურაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფილმ წარმოების ისტორიაში,"- ამბობს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აკირა იმამურა.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ესწრებოდნენ. მინისტრმა მსახიობს წარმატება პირადად მიულოცა. 

"ჩვენ დავაჯილდოვეთ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოთი მარიამ კაპანაძე, რომლის ფილმიც "მიტოვებული სოფელი" იაპონიაში პრიზი მიიღო.

ეს არის შესანიშნავი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს საქართველოში მიტოვებული სოფლის ლანდშაფტის ეტაპობრივ ცვლილებას. ეს გახლავთ საერთო პრობლემა იაპონიასთან, ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და ავაღორძინოთ ჩვენი თემებიც. მარიამის მესიჯია, რომ გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა ამ ადგილებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამოკიდებულებები და მოგონებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი პანდემიის დროს. რადგან, სამწუხაროდ, პანდემიამ დაგვანახა მსოფლიოს თვითმყოფადობა.

მარიამის წვლილი ანიმაციურ კულტურაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფილმ-წარმოების ისტორიაში და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და იაპონიის კულტურულ კავშირებს მომავალში, რადგან ვაპირებთ, რომ ვიზეიმოთ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი,"- ამბობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

დღის ამბები