"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის სოციალურ პოლიტიკას აკრიტიკებს. დავით კირკიტაძემ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ პარლამენტი და მთავრობა ხალხის პრობლემებზე არ ზრუნავს.
კირკიტაძის თქმით, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს შესაბამისი დახმარება არ ეწევათ. ოპოზიციიის შეფასებებს მმართველი გუნდი გამოეხმაურა. ისინი ამბობენ, რომ ოპონენტებმა წინასაარჩევნო პოპულიზმი დაიწყეს.