25 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
ხონში მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

ხონში მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საუბარია გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს ჯერ შენიშვნა მისცეს, შემდეგაც კი სცემეს.

ნათესავების თქმით, კაკაურიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს.

ბრალდებებს უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი ნასვამი იყო და პოლიციელს თავს დაესხა. მიღებული დაზიანებების გამო ამ დრომდე კლინიკაში რჩება როგორც პოლიციელი, ასევე კაკაურიძე.

დღის ამბები