17 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
შეიქმნას სახელმწიფო ფონდი, სებ-ის ზედამხედველობით - ანა დოლიძე პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთით მიყენებული ზარალის დაბრუნებაზე

პენსიონერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთით მიყენებული ზარალის დაბრუნების მექანიზმებზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა.

როგორც ანა დოლიძე განმარტავს, ეროვნული ბანკის მეთვალყურეობით უნდა შეიქმნას სახელმწიფო საკომპენსაციო ფონდი, რომელიც წლების მანძილზე დაზარალებულ პენსიონერებს სიმბოლურად მაინც აუნაზღაურებს დაკარგულ თანხას.

მისი თქმით არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხთან დაკავშირებით სერიოზულ სოციალურ პრობლემებს ქმნის. აღნიშნული ინიციატივით ანა დოლიძე მიმართავს როგორც პარლამენტს ასევე ეროვნულ ბანკს.

"უნდა შეიქმნას სახელმწიფო ფონდი, ეროვნული ბანკის ზედამხედველობით, რომელიც მიაღწევს იმას, რომ პენსიონერებს, რომელებიც წლების განმავლობაში მოაკლდათ უკანასკნელი სარჩო, დაუბრუნდებათ გარკვეული თანხა. სწორედ იმ ბიზნესმენების შემოწირულობებით მათ შორის ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობისა, რომლებიც პირადად სარგებლობდნენ შექმნილი უსამართლო მონოპოლისტური მდგომარეობით," - ამბობს, პარტია "ხალხისთვის" თავჯდომარე ანა დოლიძე.

დღის ამბები