17 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
თქვენ არც ომი იცით და არც მშვიდობა - არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას"

დღეს პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი ის რეზოლუცია გახდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს ეგიდით შეიქმნა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის საზიანო პოლიტიკურ განცხადებებში დაადანაშაულა.

"თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ პრაქტიკულად ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. რა თავს იმართლებთ ახლა და საერთოდ რა გაქვთ ამაზე თავის სამართლებელი. ბოდიში მოიხადეთ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად და დაანებეთ ამ თემას. არ არის ეს თქვენი ძლიერი მხარე, არც ომი იცით და არც მშვიდობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები