17 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო, არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო - თაკო ჩარკვიანი

დღეს პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი ის რეზოლუცია გახდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო.

სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებებმა გამოიწვია. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციაში, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ კასეტური ბომბების გამოყენებით, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განახორციელა ცხინვალის რეგიონში, ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ და მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება. 

აღნიშნულმა განცხადებამ, უკმაყოფილება გამოიწვია თაკო ჩარკვიანში:

"ნუ დავამახინჯებთ დოკუმენტს, არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დავივიწყოთ მტრობა. ეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლაა, რომლის მოსმენასაც არ ვაპირებ. 4 სოფელი გამოიარა მტერმა, საუკუნეებია რუსეთი გვებრძვის, რას ჰქვია ომი საქართველომ დაიწყო," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. 

მას კი პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა უპასუხა. 

"მე არ მითქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამას, ამ ტყუილს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწერა ხელი. ვინც მაგას ამბობს, ის დასასჯელია. გეთანხმებით, რომ სირცხვილია ვინც ამას ამბობს," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა. 

 




 




დღის ამბები