17 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო, პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ კასეტური ბომბების გამოყენებით 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები განახორციელა, ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა და ისინი გააკრიტიკა. 

"დოკუმენტს მოაწერეთ ხელი, სადაც წერია, რომ ომის დაწყება საქართველომ განაპირობა. განცხადებები იყო 6 აგვისტოს, 7 აგვისტოსაც კი, რომ რუსეთი ამ პროცესებში არ მონაწილეობს და გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართეთ. ხალხი ჩატოვეთ, სამოქალაქო პირები მყავს მხედველობაში და იმ ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები